თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა თვითმკვლელობა სცადა

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა თვითმკვლელობა სცადა

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა ბესიკ ცხადაძემ თვითმკვლელობა სცადა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ცხადაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ცხადაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ამ დროისთვის მისი ახლობლები არან შეკრებილნიი.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი იყოს.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.