ჩვენ ვითხოვთ MAP-ს და მაგიდაზე სხვა არაფერი დევს

ჩვენ ვითხოვთ MAP-ს და მაგიდაზე სხვა არაფერი დევს

ჩვენ ვითხოვთ MAP-ს და მაგიდაზე სხვა არაფერი დევს, - როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმ "პალიტა TV"-ს გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა მან აღნიშნული პოზიცია ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას მკაფიოდ დააფიქსირა.

როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ის არ ამბობს, რომ საქართველო მიიღებს MAP-ს, მაგრამ ამბობს, რომ იბრძოლებს MAP-სთვის, რათა ბოლო ბარიერი, რაც საქართველოს ნატოს წევრობასთან აშორებს, ქვეყანამ მიიღოს.

"ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანს ძალიან ღიად და ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე ვუთხარი – მე დიპლომატი არა ვარ, ვარ პოლიტიკოსი, ამიტომ პირდაპირ ვლაპარაკობ, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა გავიარით – ეს არის ის, რომ ჩვენ ვითხოვთ MAP-ს და მაგიდაზე სხვა არაფერი არ დევს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა