გაეროს რეზოლუციამ, შესაძლოა, ჟენევის დისკუსიები გაართულოს

გაეროს რეზოლუციამ, შესაძლოა, ჟენევის დისკუსიები გაართულოს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების შესახებ 3 ივნისს მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დეფაქტო საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ ამ რეზოლუციამ შესაძლოა, გაართულოს ჟენევის უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიები.

"მას აქვს ერთაერთი მიზანი - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს პროპაგანდისტულ ომში ქულების დაგროვება. ხმის მიცემის შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ მსოფლიო სახელმწიფოების უმეტესობა მხარს არ უჭერს, რაც ცხადჰყოფს, რომ ამ ქვეყნებს არ სურთ თბილისის პოლიტკურ თამაშებში იყვნენ ჩათრეულები და ამ ცალმხრივი რეზოლუციის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებით, რეზოლუცია პროქართულია, რომელიც ამახინჯებს რეგიონში შექმნილ რეალურ ვითარებას და არ ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციებს, რაც "ხაზს უსვამს მის აშკარა ანგაჟირებულ და პოლიტიკურად შეუმდგარობას".