"სხვა პოლიტიკურ ძალებთან მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ძალიან მალე დაბრუნდეს ხელისუფლებაში"

საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მრჩეველმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება.

"განახლებული, სხვა პოლიტიკურ ძალებთან მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ძალიან მალე დაბრუნდეს ხელისუფლებაში", - განაცხადა ადეიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანთან" ინტერვიუში, რომლის სრული ვერსიის გასვლა სამშაბათსაა დაგეგმილი.

იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს მთავრი პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოცირების ორგანიზებას ედავება. ამ ბრალდებების გამო ზურაბ ადეიშვილზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა იყო გამოცხადებული.