ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი რეფორმირებას საჭიროებს

ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი რეფორმირებას საჭიროებს

იუტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი რეფორმირებას საჭიროებს. როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა , ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

"ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუქმების მომხრე არ გახლავართ და ვერც გაუქმდება, ვიდრე კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გარკვეული რეფორმა სჭირდება, რომელზეც ვმუშაობთ, მაგრამ ჩემი და ასევე კონსტიტუციის აზრია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში მოქმედებს", - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.