"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატი არ საუბრობენ, თუმცა სავარაუდოდ, მსჯელობა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ.