ამაღამ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ამაღამ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ამაღამ საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, მოსალოდნელია წვიმა, ხვალიდან კი აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ძლიერი წვიმა. კახეთში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში ხვალ მოღრუბლული ამინდი იქნება. ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექისას გაძლიერდება ქარი.

ტემპერატურა ხვალ დასავლეთ საქართველოში +22 +27, აღმოსავლეთ საქართველოში +27 +32 თბილისში +29 გრადუსი იქნება.