ლევან დოლიძემ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი დააფუძნა

ლევან დოლიძემ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი დააფუძნა

ნატო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ლევან დოლიძემ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი დააფუძნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ცენტრიდან აცნობეს, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი (GCSD) არის დამოუკიდებელი, პოლიტიკურად მიუმხრობელი ორგანიზაცია, რომელიც განვითარების, დემოკრატიის, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს.

ლევან დოლიძემ ნატო-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა 26 იანვარს დატოვა.