მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ნორვეგიში ხელი უსაფრთხო სკოლის დეკლარაციას მოაწერეს

მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ნორვეგიში ხელი უსაფრთხო სკოლის დეკლარაციას მოაწერეს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტან მეიფარიანი იმყოფებოდა, რომელმაც სკოლების უსაფრთხოებაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციში მიიღო მოაწილეობა.

კონფერენციაზე მხარეებმა შეიმუშავეს კონფლიქტის დროს საგანამანთლებლო დაწესებულებების სამხედრო ძალისგან დაცვის სახელმძღვანელო და უსაფრთხო სკოლის დეკლარაცია, რომლის მთავარ მიზანს საგანამანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვა და განათლების ხელმისაწვდომობის უზურნველყოფა წარმოადგენს.

დეკლარაციას ხელი ფინეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ავსტრიის, არგენტინის, საბერძნეთის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ერაყის, პორტუგალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ხელმომწერი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ არ უნდა მოხდეს ზოგადი და უმაღლესი განათლების დაწესებულებების გამოყენება კონფლიქტში ჩართული მხარეების მიერ და ანალოგიური პრინციპი გავრცელდება იმ სკოლებსა და უნივერსიტეტებზეც, რომლებიც დროებით დახურულია.

ოკუმენტის თანახმად, კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვებს მინიჭებული აქვთ განსაკუთრებული უფლებები. საგანამანათლებლო ინფრასტრუქტურის ხელყოფა კი, გრძელვადიან ნეგატიურ ეფექტს ახდენს ბავშვების მთავარ უფლებაზე - განათლების ხელმისაწვდომობაზე.

კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სასურველია შემუშავებული სახელმძღვანელო აისახოს როგორც სამხედრო სახელმძღვანელოში, ასევე ვალდებულის ხელშეკრულებაში, ექსპლუატაციის ბრძანებაში და სხვა შესაბამის დოკუმენტებში, რათა განკარგულებების ჯაჭვის შესაფერისი პრაქტიკა დაინერგოს.