“ივანიშვილის ეს განცხადება, ნეგატიურად აისახება სხვა დონერების მხრიდან საქართველოსთან თანამშრომლობაზე“

“ივანიშვილის ეს განცხადება, ნეგატიურად აისახება სხვა დონერების მხრიდან საქართველოსთან თანამშრომლობაზე“

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაძლო დაკავებას ეხებოდა, საქართველოს საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

„ეს ხელისუფლება და კონკრეტულად ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ქმედებებით და განცხადებებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ძირს უთხრიან და  ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან, სავალუტო ფონდთან, სახიფათო კონფლიქტში შედიან, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება სხვა დონერების მხრიდან საქართველოსთან თანამშრომლობაზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.