„ივანიშვილი, ეროვნულ ბანკთან და სავალუტო ფონდთან კონფლიქტით, ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვას ცდილობს“

„ივანიშვილი, ეროვნულ ბანკთან და სავალუტო ფონდთან კონფლიქტით, ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვას ცდილობს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის საუბრები ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის დანგრევას იწვევს.

„ ივანიშვილმა თავის მარიონეტებთან ერთად, 3 წლის განმავლობაში, დაანგრია ეკონომიკა, გაზარდა სიღარიბე, უმუშევრობა, გააუფასურა ლარი და  ჩვენ შარში გახვევას მუდმივად აგრძელებს. პირდაპირ თქვა, რომ თვითონ წყვეტს ვინ უნდა დაიჭიროს და ვინ არა, რაც ისედაც ვიცოდით, ამით ერთობა ეს კაცი. ახლა ქვეყნის შიგნით ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის დანგრევა უნდა და გარეთ სავალუტო ფონდთან არის კონფლიქტში მთავარ მასტაბილიზირებელ ფაქტორთან. ბოლომდე უნდა, რომ უფსკრულში გადაგვჩეხოს. ამიტომაა ჩვენი საზოგადოების გადაუდებელი ამოცანა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად და კონსტიტუციური გზით, ეს კაცი ხელისუფლებას ჩამოაშოროს და გამოცვალოს მისი არკომპეტენტური მარიონეტების გუნდი“, -  განაცხადა გიგა ბოკერიამ.