გიორგი ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უარყოფს

გიორგი ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უარყოფს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, 3 წელია გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ის ამ დრომდე არავის დაუკითხავს.

ქადაგიძის თქმით, 3 წლის განმავლობაში ბანკის მისამართით სისტემატიურად გრძელდება ტალახის სროლა.

„2012 წლიდან მრავალ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დაკითხულია ყველა, ვისი დაკითხვაც შეიძლება. ამ ქვეყანაში არსებობს სასამართლო და პროკურატურა, თუ არსებობს რაიმე ფაქტი, რომ ადგილი აქვს კანონის დარღვევას, ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს. ეს დემოკრატიული ქვეყნის მთავარი პრინციპია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იაფფასიანი დისკრედიტაციის მცდელობაა. 3 წელია ტალახის სროლა მიმდინარეობს ჩვენი მისამასრთით“, - განაცხადა ქადაგიძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას ბიძინა ივანიშვილთან პირადი საუბარი, ან მიმდინარე საქმეებზე დაიკითხა თუ არა, ქადაგიძემ განაცხადა, რომ მასთან შეხვედრა არ ჰქონია.