გიორგი ქადაგიძის თამით, ეროვნული ბანკი არის ყველაზე გამართული ინსტიტუცია საქართველოში.
მისი თქმით, ეს იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც ძალიან მაღალპროფესიონალურად ართმევს თავს საქმეს.
„ვადის ამოწურვამდე არ ვაპირებ ეროვნული ბანკიდან წასვლას. ეს არის ყველაზე გამართული ინსტიტუცია საქართველოში. ამას მე არ ვამბობ, ეს არის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება. ეს იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც ძალიან მაღალპროფესიონალურად აკეთებს თავის საქმეს“, - განაცხადა ქადაგიძემ.