ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებას ერთადერთი რამ დარჩენია, საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებას ერთადერთი რამ დარჩენია, საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს

შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებას ერთადერთი დარჩენია, ღირსეულად გამოვიდეს საქმიდან და გააკეთონ განცხადება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით" , - ამის შესახებ ე. წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატმა ლევან სამუშიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ დღეს მართებული გადაწყვეტილება მიიღო.

"სასამართლომ გაიზიარა და შემიძლია გითხრათ, რომ სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა, ანუ ფინანსური ნაწილი და საინჟინრო ნაწილი სრულად ცნონ დაუშვებელ მტკიცებულებად. აქედან გამომდინარე, ბრალდებას ერთადერთი დარჩენია, ღირსეულად გამოვიდეს საქმიდან და გააკეთოს განცხადება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე, ის ფორმალური ნაწილი, რასაც ეფუძნებოდა ბრალდება, აღარ არსებობს. სასამართლომ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ დაუშვებლად სცნო ასევე ექსპერტების ჩვენებები, რასაც ბრალდება ეფუძნებოდა.

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს სხდომაზე დაიკითხება ასევე პროკურორი წიკლაურიც.

"საქმეზე დაიკითხება პროკურორი წიკლაური "რუსთავი 2"-ის ეთერში მის ინტერვიუსთან დაკავშირებით. სასამართლომ ჩვენი ეს მოთხოვნა სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა. დღეის მდგომარეობით, ექსპერტიზის დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებადაა ცნობილი. ხოლო ის ექსპერტები, ვინც ჩაატარეს ექსპერტიზა, სასამართლოში ვერ დაიკითხებიან იმიტომ, რომ ესეც დაუშვებლად არის ცნობილი. შესაბამისად, ბრალდება რასაც ეფუძნებოდა, გამოცლილია. მე იმედი მაქვს, რომ გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობას", - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.