საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მთავრობის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადავიდა და პრემიერ-მინისტრთან იქნება ანგარიშვალდებული.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მთავრობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადასვლასთან ერთად ასევე, ფუნქციები ეზრდება; კერძოდ, სააგენტო ყოველი ექვსი თვის გაწეული საქმიანობის შესახებ მთავრობას ანგარიშს წარუდგენს, სააგენტო ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს.
აღნიშნული ფუნქციის განხორციელებისას სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს საინვესტიციო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის მასალებიანი ინფორმაცია და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ან ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს რეკომენდაცია გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
ასევე, მისი ფუნქცია იქნება ბიზნესისა და საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოება და შესაბამისი საინფორმაციო ბანკის შექმნა.
აღნიშნული ფუნქცია გულისხმობს საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ კვლევების წარმოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისთვის კვლევების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.