ნატო-მ ბალტიის ზღვასა და პოლონეთში საქართველოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნა დაიწყო

ნატო-მ ბალტიის ზღვასა და პოლონეთში საქართველოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნა დაიწყო

ნატო-მ ბალტიის ზღვასა და პოლონეთში საქართველოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნა Baltops-ი დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, წვრთნაში 5 600 სამხედრო იღებს მონაწილეობას , მათ შორის არიან ნატო-ს 17 წევრი ქვეყნისა და სამი პარტნიორი ქვეყნის - ფინეთის, შვედეთისა და საქართველოს სამხედროები.

სწავლებაში ჩაერთვება 40 ხომალდი და აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენი B-52. სწავლება 5-დან 20 ივნისამდე გაგრძელდება. საერთო ჯამში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ივნისში ოთხი წვრთნის გამართვის შესახებ განაცხადა, მათგან სამი პოლონთში გაიმართება.

სწავლების მიზანს ნატო-ს წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მათი მზაობის გაძლიერება წარმოადგენს.