კანადა რუსეთის

კანადა რუსეთის "დიდი შვიდიანის" გაერთიანებაში დაბრუნებას ეწინააღმდეგება

კანადა რუსეთის "დიდი შვიდიანის" გაერთიანებაში დაბრუნებას ეწინააღმდეგება. უკრაინული მედიის ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრი, სტივენ ჰარპერი აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია "დიდი შვიდიანის" წევრებმა პუტინს დაბრუნების ნება დართონ. 

"კანადა მკაცრად ეწინააღმდეგება პუტინის "დიდი შვიდიანის" წევრების გვერდით მაგიდასთან დაჯდომასაც კი. იგი შავზე ამტკიცებს, რომ თეთრია მაშინაც კი როდესაც ყველამ იცის, რომ ეს ასე არ არის", - აღნიშნა ჰარპერმა. 

მანამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ რუსეთის "დიდი შვიდიანის" სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარებისთვის. მისივე თქმით, რუსეთის გაერთიანებაში დაბრუნება იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად შეასრულებს იგი მინსკის შეთანხმებას. 

"დიდი შვიდიანის" სამიტი 7-8 ივნისს მიუნხენში გაიმართება. რუსეთი "დიდი რვიანიდან" მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა.