განაში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა

განაში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა

განას დედაქალაქ აკრაში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "როიტერი" განის პრეზიდენტ ჯონ მაჰამაზე დაყრდნობით იტყობინება. 

გუშინ გადაუღებელი წვიმის გამო 100-მდე ადამიანმა თავი ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურს შეაფარა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. მათი უმრავლესობა დაიღუპა. 

"ძლიერი აფეთქება იყო, იქ მყოფმა ადამიანებმა გაქცევა ვერ მოასწრეს" , - აღნიშნა სახანძრო სასამხურის პრესსპიკერმა, ბილი ანაგლატემ. 

სამართალდაცველთა ცნობით, შემთხვევა აირის გაჟონვამ გამოიწვია, აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ახლოსმდებარე შენობებიც. 

ქვეყანაში მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. პარალელურად, წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 

ეს განას ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უბედური შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში ეროვნულ სტადიონზე ფეხბურთის მატჩის დროს ჭყლეტვა მოხდა.