უნდა შევქმნათ ყველანაირი წინაპირობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დასარჩენად

უნდა შევქმნათ ყველანაირი წინაპირობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დასარჩენად

დიდი ბრიტანეთისთვის შესაძლოა შეიქმნას ყველა პირობა, რომელთა არსებობის შემთხვევაში ის ევროკავშირს არ დატოვებს. ამის შესახებ დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

"საუბარია იმაზე, რომ ვიმუშავოთ და შევქმნათ ყველა აუცილებელი წინაპირობა, რათა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩეს", - აღნიშნა მერკელმა.

"ბი-ბი-სისთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამას ოპტიმიზმით უყურებს, რადგან თუკი ყველა მოინდომებს, შეძლებენ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის ძირითადი შეთანხმებები, გერმანიის კანცლერმა განაცხადა: "თუკი ეს ნამდვილად აუცილებელია, მაშინ ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ".

ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ ქემერონმა არაერთხელ განაცხადა რეფერენდუმის ჩატარებაზე ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ 2017 წლისთვის.