რუსეთის დუმის დეპუტატი და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს დახვრეტას , კიევისა და ევროპის დედაქალაქებზე კი რაკეტების დამიზნებას მოითხოვს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში განაცხადა.
"რუსეთის მეფემ ყველაფერი კარგად გააკეთა და დღესაც კარგად აკეთებს ყველაფერს. თუ დაბომბავთ დონბასს, დავბომბავთ კიევს. თუ დივერსიებს მოაწყობთ, ჩვენ თქვენ ყველა გუბერნატორს გადავცხრილავთ სააკაშვილისგან დაწყებული. აი, მერე შეშინდებიან და მერე შეიქმნება სხვა ვითარება ევროპაშიც და უკრაინაშიც, როდესაც თავდაცვის მინისტრი სარაკეტო ჯარებს მიმართავს ბერლინისა და ლონდონისკენ", - აღნიშნა ჟირინოვსკიმ.
ნადეჟდა სავჩენკოზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ის ხვალვე უნდა დაიხვრიტოს და მისი სხეული ბელგოროდში ჩამოიკიდოს.