„ბატონმა ბიძინამ საზოგადოებრივი ინტერესი პირადზე მაღლა, წინ დააყენა“

„ბატონმა ბიძინამ საზოგადოებრივი ინტერესი პირადზე მაღლა, წინ დააყენა“

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელს ჯერ კიდევ მაშინ შეხვდა, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო.

როგორც ხადური აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინტერესი პირადზე მაღლა დააყენა.

„მე ვიცი ის, რაც ბატონმა ბიძინამ განაცხადა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიასთან. შეხვედრის შემდეგ, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ისურვა პირისპირ დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრთან და შემდეგ, ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ამ თემაზე იყო საუბარი. მან ბრძანა, რომ როცა საქმე ეხებოდა მის პირადს, საზოგადოებრივი პირადზე მაღლა დააყენა, მაგრამ განაცხადა, რომ თუ კი არის კითხვები ზოგადი, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მას უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა ხადურმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას სთხოვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ. ექსპრემიერის თქმით, მან ამის გამო მთავარი პროკურატურიდან განცხადება, რომელიც „ქართუ ბანკის“ საქმეს უკავშირდებოდა, პირადი გადაწყვეტილებით გამოიტანა.