გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ჰენიგმა ქვეყნის სილამაზესა და ქართველი ხალხის მეგობრულობას გაუსვა ხაზი.

„საქართველო იყო ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც ჩემი კარიერის მანძილზე მიმუშავია. ყველამ იცის, რომ ეს არის ულამაზესი ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი მეგობრულია ქართველი ხალხი“, - განაცხადა ორთვინ ჰენიგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ორთვინ ჰენიგს, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში 2010 წლის მაისიდანაა, საქმიანობის ხუთწლიანი ვადა ამოეწურა.