საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა, რომ გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა, რომ გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან მთავარი პროკურატურიდან განცხადება, რომელიც „ქართუ ბანკის“ საქმეს უკავშირდებოდა, პირადი გადაწყვეტილებით გამოიტანა.

მისივე თქმით, ის ვერ შეძლებს ქადაგიძის დაცვას იმ შემთხვევაში, თუ კი მას სხვა საკითხებთან დაკავშირებით რაიმე სახის გადაცდომა ექნება .

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა პირადი შეხვედრისას მთხოვა არ დაეკავებინათ ქადაგიძე. მე ეს მართლაც გავითვალისწინე და ვუთხარი, რომ ის რაც პირადია და ამ დროს პირადი იყო „ქართუ ბანკი“, რაზეც მათ იცოდნენ, რომ კანონი დაარღვია და ის დასაჭერია. მას არ უთქვამს რომ დასაჭერია არაა, ჩვენ ვიცით რომ ის დასაჭერია, იქნებ აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია, რომ გავაკეთო და პროკურატურიდან საქმე გამოვიტანე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა. რაც შეეხება საერთო საქმეებს, მე განვმარტე, რომ თუ მას სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს რაიმე დარღვევა, მე ხელს ვერ დავაფარებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.