„სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია, მან ნათელაშვილს გადააჭარბა“

„სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია, მან ნათელაშვილს გადააჭარბა“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

მისი თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ქმედებებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო .

„სააკაშვილზე ერთ რამეს ვიტყოდი, ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი აღარ აქვს. აღარც ვკითხულობ მის გამოსვლებს. მან მიაღწია ეტალონს და გადააჭარბა ნათელაშვილს. მე მგონი, ამ დონეზე დავიდა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით. დანიშნონ სადაც უნდათ. იმუშაონ თუ კი სამსახურს მისცემენ და რა პრობლემაა, წავიდნენ და იმუშაონ თუ კი ვინმე დაპატიჟებს. რაც შეეხება მათ პასუხისმგებლობას, ქართულმა საზოგადოებამ, სამართალმა, მთვარობამ რაც შეიძლებოდა რეგირება მოახდინა, მათ დარღვევებზე. რაც შეძლო ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ ის გააკეთა. ჩვენ ევროპაში და ამერიკაში ასე იოლად ხელი არ მიგვიწვდება, ესეც უნდა გავაცნობიეროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.