აღმოსავლეთ უკრაინაში 80

აღმოსავლეთ უკრაინაში 80 "ბოევიკი" დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქ მარინკაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 80 "ბოევიკი" დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ანტიტერორისტული ძალების პრესსპიკერმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის არმიამ გაანადგურა მტრის 10 ჯავშანტექნიკაც. "ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მტერმა დიდი დანაკლისი განიცადა. მათ გუშინ ქალაქ მარინკასთვის ბრძოლების დროს 10 ჯავშანტექნიკა და 80 ბოევიკი დაკარგეს. დაშავდა ასევე 100 მებრძოლი", - აღნიშნა ლისენკომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლა ქალაქ მარინკასთან ამ დრომდე გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.