დეპუტატები და საბანკო სექტორის წარმოამდგენლები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ

დეპუტატები და საბანკო სექტორის წარმოამდგენლები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტარების მიერ ინიცირებული „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს დეპუტატები საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან დღეს სასტუმრო რედისონში განიხილავენ.

მასში მონაწილეობას კანონპროექტის ავტორები, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე საბანკო სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი კანონპროექტის განხილვა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისგან მოსაზრებების და წინადადებების მიღებაა.

შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდმენის შუამდგომლობით იმართება.