იენს სტოლტენბერგი:  რუსეთს სურდა ევროპაში საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს სურდა ევროპაში საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა

რუსეთს სურდა ევროპაში საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა. ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა და საქართველო ამის მაგალითებია , - ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს.

"რასაც ჩვენ ვხედავთ ეს უფრო არაპროგნოზირებადობა, უფრო საშიში გარემო და არეულობაა. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ აღმოსავლეთიდან უშუალო საფრთხის წინაშე არ დავდგებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს უშუალო საფრთხეს არ უქმნის. სამხედრო ალიანსი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ორმხრივ კავშირებს გააუმჯობესებს.

"ჩვენი მიზანია კვლავ რუსეთთან თანამშრომლობა", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოსკოვს უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის გამო აკრიტიკებს და მას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული განხორციელებისკენ მოუწოდებს. თუმცა, რუსეთი დასავლეთის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.