„კითხვები ყოველთვის იქნება ნებისმიერ სფეროზე, სადაც საქმე მთლად კარგად არ მიდის“

„კითხვები ყოველთვის იქნება ნებისმიერ სფეროზე, სადაც საქმე მთლად კარგად არ მიდის“

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება ეროვნულ ბანკსაც ევალება, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი არ ავალდებულებს.

როგორც ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, ლარის კურის არასტაბილურობა ქართული ეკონომიკისთვის სერიოზული გარღვევაა და მასზე პასუხისმგებლობა როგორც ეროვნულ ბაკნს, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასაც ევალება.

„მე ქადაგიძესთან ძალიან ბევრი შეკითხვა შეიძლება მქონდეს, მაგრამ როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს არა. ყოველთვის დარჩება შეკითხვა ნებისმიერ სფეროზე, სადაც საქმე მთლად კარგად არ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს კანონი არ ავალდებულებს ლარის სტაბილურობის შენარჩუნებას, ვთვლი, რომ საკმაოდ სერიოზული გარღვევაა ქართული ეკონომიკისთვის და როგორც მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე ეროვნული ბანკი მასზე პასუხისმგებლობას ატარებს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.