„ის ჩამორთმეული ქონება, რომელიც სახელმწიფოს ხელშია, კანონიერ მფლობელებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ“

„ის ჩამორთმეული ქონება, რომელიც სახელმწიფოს ხელშია, კანონიერ მფლობელებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ“

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პირველ ეტაპზე ქონების დაბრუნება იმ მფლობელებისთვის მოხდება, რომელთა საკუთრებაც სახელმწიფოს ხელშია.

რაც შეეხება იმ ჩამორთმეულ ქონებას, რომელიც რამდენჯერმეა გაყიდული, სუბარი თვლის, რონ ამ საკითხზე სხვა მექანიზმია მოსაფიქრებელი, თუნდაც სასამართლო დავა.

„როდესაც საუბარისა სამართლიანობის აღდგენაზე, პირველ ეტაპზე ქონების დაბრუნება ხდება იმ ფლობელებისთვის, ვისი ქონებაც ჯერ კიდევ არის სახელმწიფოს ხელში და მისი დაბრუნება არის შესაძლებელი. მაგრამ არის ქონება, რომელიც რამდენჯერმე გაიყიდა და ამ შემთხვევაში სხვა მექანიზმი იქნება მოსაფიქრებელი. მაგრამ როდესაც ქონება არის სახლემწიფოს ხელში და გამოძიება დაადასტურებს, რომ ეს არის ნამდვილად იძულებით წართმეული ქონება, მოხდება ქონების გადაცემა მფლობელებისთვის სიმბოლურ ფასად“, - განაცხადა სუბარმა.