„უკანონოს ჩამორთმეული ქონება, რომელიც სამინისტროს ბალანსზეა, აუცილებლად დაუბრუნდება მფლობელებს“

„უკანონოს ჩამორთმეული ქონება, რომელიც სამინისტროს ბალანსზეა, აუცილებლად დაუბრუნდება მფლობელებს“

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცერდურები განმარტა.

მისი თქმით, ქონების დაბრუნება აუცილებლად მოხდება, თუმცა დაბრუნების კრიტერიუმები უფრო პროკურატურის პრეროგატივაა.

„პროკურატურა სპეციალურად ახლადშექმნილი ფორმატის ფარგლებში აწარმოებს წინასწარ მოკვლევას, შემდეგ მათ გამოაქვთ დადგენილება დაზარალებულთა შესახებ, შემდეგ მიემართება ეკონომიკის სამინისტროს, რომ სამინისტრომ 1 ლარად გადასცეს ქონება. ქონების გადასახადის საკითხებში, ფინანასთა სამინისტროს დავალებული აქვს გადასახადი ჩამოაწეროს და არ გადაახდევინოს ამ კონკრეტულ პირებს. ეს არის მოდელი და თვითონ კრიტერიუმები უფრო პროკურატურის პრეროგატივაა და ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ. იქ მიმდინარეობს გამოძიება ყველა ასეთ საკითხზე. დგინდება, ჰქონდა თუ არა ზეწოლას ადგილი და ა.შ.“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ქონება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, აუცილებლად დასაბრუნებელია და ყველა ასეთი ქონება, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებს გაივლის, მფლობელს დაუბრუნდება.