„რუსეთის მიმართულებით ფრენები გაიზარდა და ეს გამოწვეულია იმით, რომ ტურისტები გვჭირდება“

„რუსეთის მიმართულებით ფრენები გაიზარდა და ეს გამოწვეულია იმით, რომ ტურისტები გვჭირდება“

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მისი უწყების მიმართ ავიაკომპანია „აირზენას“ მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს.

როგორც მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკის სამინისტროში ელოდება და მათთან დიალოგისთვის მზადაა.

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატისტიკა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის მიმართულებით ფრენები გაიზარდა. მგზავრთა გადაყვანაც გაზრდილია. „აირზენას“ ვუპასუხებდი, რომ განცხადებების გაკეთებას დიალოგი სჯობს. მობრძანდნენ სამინისტროში და ვისაუბროთ. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მიმართულებით ფრენები გაიზარდა, ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩავატარეთ საინფორმაციო კამპანია 9 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში. ჩვენ გვჭირდება ტურისტები და ვიზიტორები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.