ძროხები აქციაზე- უჩვეულო პროტესტი კახეთში

ძროხები აქციაზე- უჩვეულო პროტესტი კახეთში

გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობამ პროტესტის უჩვეულო ფორმას მიმართა და გამგეობის შენობასთან სოფლის ნახირი მიიყვანა. მოსახლეობა ამ ფორმით სოფელში საძოვრების სიმცირეს აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილები გასხვისებული, ან გაყიდულია და სად წაიყვანონ საქონელი არ იციან. მოსახლეობის თქმით, გამგებელი მათ შეხვედრას და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.