"ზონდერი" და "ჩანერგილი": დავით სალაღაია თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ფინანსურ დირექტორად დაინიშნა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფინანსურ დირექტორად დავით სალაღაია დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, სალაღაიას სახელს რამდენიმე სკანდალური საქმე უკავშირდება, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოთხი გათავისუფლებული ექიმი, ფინანსური დარღვევები, სამედიცინო დაწესებულებებში ცეცხლსასროლი იარაღის ტარება.

2013 წელს სამსახურიდან გათავისუფლებულმა სასწრაფო დახმარების ექიმები სალაღაიას, რომელიც სასწრაფოს გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, თანამშრომლების დაშინებაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩანერგილი "ზონდერი" იყო, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით სარგებლობდა. ამ სკანდალის შემდეგ, სალაღაია დირექტორთან, კახა ჩიხრაძესთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამჟამად მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას, თბილისის სასწრაფოს პრესსამსახურიც ადასტურებს.