„სამინისტროს ბიუჯეტის ცვლილება შესაძლოა ოფისების რემონტს და სახელფასო დანამატებს შეეხოს“

„სამინისტროს ბიუჯეტის ცვლილება შესაძლოა ოფისების რემონტს და სახელფასო დანამატებს შეეხოს“

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილებისთვის სახლების გადაცემის პროგრამას ბიუჯეტის კორექტირება არ შეეხება.

როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, დაგეგმილი იყო სხვადასხვა რაიონში ოფისების გარემონტება, რაც შესაძლოა გადაიდოს.

„არც ერთი თეთრი არ მოაკლდება დევნილებისთვის გადასაცემ საცხოვრებლებს, მშენებლობებს, რემონტებს. ერთადერთი, რასაც შეიძლება ეს შეეხოს, ახალი ოფისების გახსნაა. ქვემო ქართლსა და ზუგდიდში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ოფისები და მათი შეკეთება გვინდოდა. შესაძლოა, ასევე შეეხოს დანამატებსა და პრემიებს“, - განაცხადა სუბარმა.