პეტრო პოროშენკო მინისტრების მუშაობით უკმაყოფილოა

პეტრო პოროშენკო მინისტრების მუშაობით უკმაყოფილოა

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ის მთელი მინისტრთა კაბინეტის მუშაობით უკმაყოფილოა.

როგორც პოროშენკომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებისადმი მიმართვისას აღნიშნა, ის არც უმაღლესი რადას მუშაობით და არც საკუთარი თავით არ არის კმაყოფილი.

„მე ხშირად მეკითხებიან, ვარ თუ არა მთავრობის მუშაობით კმაყოფილი. გიპასუხებთ, რომ არა. მე არც პარლამენტის მუშაობით არ ვარ კმაყოფილი და მეტსაც გეტყვით, მე არც ჩემი მუშაობით ვარ კმაყოფილი, რადგან ქვეყნის მოსახლეობაა ჩვენი მუშაობით უკმაყოფილო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლების ყველა შტოს საერთო და მთავარი დავალებაა, გააორმაგონ და გაასამმაგონ ძალისხმევა, რათა უკრაინამ სასიკეთო ცვლილებები იგრძნოს.