სტიქიამ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზები დააზიანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დუშეთის რაიონის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, ძლიერმა წვიმამ ბაზალეთის თემში გზები დააზიანა და ჩაკეტა. გზის პრობლემა შეიქმნა ასევე უკანა ფშავში.
როგორც ჩოხელმა განაცხადა, დაზიანებულია ელექტრობოძები. კერძოდ, სოფელ მლაშეში ადიდებულმა მდინარემ 5 ბოძი წაიღო, რის გამოც მოხდა ელექტროენერეგიის მიწოდების შეფერხება. გამგებლის განცხადებით, ადგილზე ბრიგადები იმყოფებიან და სამუშაოები მიმდინარებს.
მისივე თქმით, წუხელ ჩაკეტილი იყო ცენტრალური გზა - ბაგიჭალა-ბაზალეთის მიმართულებით, თუმცა ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
რაც შეეხება სოფელ გრემისხევის გზას, გამგებლის თქმით, აღნიშნულ გზაზე ყოველი წვიმის დროს ხდება მეწყერის ჩამოწოლა და ამჟამადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.