სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების კარბის, გუგუტიანთ კარის და მერეთის მოსახლეობა გორის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და ანაზღაურება.
მუნიციპალიტეტის შენობასთან მისულები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ შარშანდელი სტიქიის დროსაც დაითვალა ზარალი, თუმცა არც ერთ მოსახლეს არანაირი კომპენსაცია არ მიუღია.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება დაზარალებულებს წელსაც არ გაუწვევს დახმარებას. ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ხვდება.
შეკრებილებსა და გამგებელს შორის შეკამათება და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.