ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მაისი იყო პირველი თვე, როდესაც საქართველოში პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა ექსპორტის შემცირება.
ამის შესახებ ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ გაზრდილია ვიზიტორების და ტურისტების რაოდენობა, უკვე შარშანდელ დონეზე გავიდა ექსპორტის მაჩვენებელი.
"ჩვენ მაისის შედეგები გვექნება დღგ-ს ნაწილში 15 ივნისის საღამოს ან 16 ივნისს დილით და წარვადგენთ ამ ინფორმაციას. თუმცა, ეს უკვე იმედისმომცემია, რომ ექსპორტში შემცირება არ გვაქვს", - განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ იანვრის თვეში ექსპორტთან დაკავშირებით 20%-იანი შემცირებაც კი ჰქონდათ.