პრემიერი ნოდარ ხადურს – წარმოადგინეთ დეტალური ინფორმაცია, რომელი რაიონი ვერ ითვისებს ხარჯებს და რაღაც ზომები მიიღეთ

პრემიერი ნოდარ ხადურს – წარმოადგინეთ დეტალური ინფორმაცია, რომელი რაიონი ვერ ითვისებს ხარჯებს და რაღაც ზომები მიიღეთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროებს კაპიტალური ხარჯების ათვისებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ საკითხზე პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. ამასთან, ამ კუთხით რეგიონებში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს მოუწოდა, აღარ მოხდეს თანხების გამოყოფა იმ რაიონებისთვის, რომლებიც უკვე არსებული ფინანსების ათვისებას ვერ ახდენენ.

"გასაგებია, რომ პრობლემები არსებობს პროექტირებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამონახეთ გამოსავალი. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა სამინისტროს. ბატონო ნოდარ, წარმოადგინეთ დეტალური ინფორმაცია, რომელი რაიონი ვერ ითვისებს ხარჯებს და მიიღეთ რაღაც ზომები. ნუღარ გამოუყოფთ თანხებს ისეთ რაიონებს, რომელიც მის ათვისებას ვერ ახერხებს. ასევე ეს ეხება ყველა სამინისტროს.

აბსოლუტურად ყველგან კაპიტალურ ხარჯებს მიაქციეთ ყურადღება", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხადურს.