არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ ინფომრაციით, დედაქალაქის ბიუჯეტის კორექტირებისას, ცვლილებები შეტანილ იქნა საკრებულოს ბიუჯეტშიც. ცვლილბების შესაბამისად, საკრებულომ გაზრდილი ბიუჯეტით, საკრებულოსთვის ახალი ფარდები იყიდა. შეძენილი ფარდების ღირებულებამ 40 ათას 119 ლარი შეადგინა. „მედიატორი“ შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც ავრცელებს.
“აპრილის თვეში დედაქალაქის ბიუჯეტის კორექტირება მოხდა და შეიტანეს ცვლილება. როცა ცვლილება შეიტანეს და საკრებულომაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილი არ იყო დეტალური ჩაშლა. ანუ კონკრეტულად რა შეიცვალა . მხოლოდ დღეს მოხდა ამ დოკუმენტაციის მოპოვება , ჩაშლილი ვარიანტით. აღმოჩნდა , რომ ცვლილების შეტანისას ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა საკრებულოს შენობისთვის ფარდების შეძენა , რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 40 119 ლარს. ანუ ეს თანხა არ იყო გათალისწინებული და აპრილში იმ გამოწვევებზე , რაც დედაქალაქშია მერიამ ჩათვალა , რომ საკრებულოს ფარდები უნდა შეუძინოს. ძალიან არაადეკვატურია მსგავსი დამოკიდებულება მაშინ , როცა დედაქალაქი ორმოებს და ქალაქი გაჭირვებს და სიღატაკეს მიაქვს. მსგავსი ქმედებები დადასტურებაა , რომ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე და ფუფუნებაზე ფიქრობენ. შეგახსენებთ , რომ საკრებულოს განახლებულ შენობაში აბსოლუტურად ყველა პირობაა შექმნილი სამუშაოდ. მიუხედავად ამისა ახლა ფარდების დამატება გადაწყვიტეს. ასევე აღსანიშნავია , რომ ამ დოკუმენტით დასტურდება 34 000 ლარს ტექნიკის გასამართად დახარჯავენ . ამ ცვლილებაში ვერ ნახავთ ვერცერთ პრობლემას, რაც მართლა აწუხებს თბილისელებს” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.