დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 139-ე სკოლის ტერიტორიაზე რაიმე მომწამვლელი ნივთიერების არსებობა ჯერ არ დადასტურებულა

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 139-ე სკოლის ტერიტორიაზე რაიმე მომწამვლელი ნივთიერების არსებობა ჯერ არ დადასტურებულა

თბილისის 139-ე სკოლის ტერიტორიაზე რაიმე ტოქსიკური, მომწამვლელი სუბსტანციების არსებობა ჯერ არ დადასტურებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვებთან დაკავშირებულ საქმეში ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო მდგომარეობის სამსახური.

"რაც შეეხება მიზეზს, რამაც გამოიწვია ბავშვების შეუძლოდ გახდომა, ვფიქრობ დღის განმავლობაში უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება""-განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, ამ ტემაზ კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმ თამარ სანიკიძემ. მან ბავშვების ცუდად გახდომა გამოცდებით გამოწვეულ ემოციურ ფონს დაუკავშირა.

თბილისის 139-ე საჯარო სკოლიდან, ინტოქსიკაციის სიმპტომებით საავადმყოფოში გუშინ მე-5 კლასის 10 მოსწავლე გადაიყვანეს.