გამოძიება როცა მივა იმ ეტაპზე, რომ საჭირო გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკითხვა, ის აუცილებლად დაიკითხება, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს "ინტელექტ ბანკის", "სტანდარტ ბანკის", "სახალხო ბანკის" და "ქართუ ბანკის" საქმეების გამოძიება.
"ამ საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. გამოძიება როცა მივა იმ ეტაპზე, რომ საჭირო გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკითხვა, ის აუცილებლად დაიკითხება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არსებობს", - აღნიშნა შოთაძემ.