არსენი იაცენიუკი - პუტინის ბრძანებით

არსენი იაცენიუკი - პუტინის ბრძანებით "ბოევიკებმა" სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

პუტინის ბრძანებით "ბოევიკებმა" სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნული ბრძანება მინსკის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

"რუსეთმა გუშინ ჩაშალა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, დღეს კი ტერორისტებს სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება მისცა", - აღნიშნა იაცენიუკმა.
უკრაინის პრემიერი იმედოვნებს, რომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნები შეხვედრისას რუსეთის ქმედებებზე რეაგირებას მოახდენენ.

"ეს კიდევ ერთი გამოწვევაა მსოფლიო საზოგადოებისთვის. მე ველოდები, რომ "დიდი შვიდეულის" სამიტზე საერთაშორისო საზოგადოება შესაბამის და ადეკვატურ პასუხს გასცემს რუსეთის აგრესიას", - განაცხადა პრემიერმა.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით "ბოევიკებმა" ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებზე დონეცკის ოლქში იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ქალაქ მარინკას ტერიტორიაზე, რის შედეგადაც 25 სამხედრო დაშავდა.