პაატა დავითაია:

პაატა დავითაია: "facebook"-ის საშუალებით ვიწყებთ აქციას „არა -რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნას“

„ევროპელ დემოკრატები“ facebook"-ის სპეციალურად შექმნილი გვერდის საშუალებით  აქციას სახელწოდებით - „არა -რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნას“ იწყებენ.

როგორც „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია აცხადებს, მთავრობა რკინიგზის გასხვისებას აპირებს, თავის მხირვ მისი შესყიდვით რუსული კომპანიები არიან დაინტერესებულები.

პაატა დავითაია საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს უარი თქვან რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე

"სხვადასხვა მედია საშუალებებით კეთდება განცხადებები რუსეთის და სომხეთის მხრიდან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რკინიგზის - აფხაზეთის მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე საუბრობს აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობაც. რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის მიერ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე. გამომდინარე აქედან, ჩვენი მთავრობის რუსეთთან დიალოგის გაურკვეველ ფორმატებში არ არის გამორიცხული განხორციელდეს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იმიტომ რომ, საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, დევნილები არ არიან თავიან სახლებში დაბრუნებულნი, აფხაზეთი აღიარებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან,  როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - განაცხადა დავითაიამ.

მისივე განმარტებით,  რკინიგზის აღდგენა ფაქტობრივად საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს, რაც ყოვლად მიუღებელია.

„ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, დღევანდელი ხელისუფლბის პირობებში. ამიტომ ჩვენ პარტია „ევროპელ დემოკრატები“ ვიწყებთ აქციას "facebook"-ის სპეციალურად შექმნილი გვერდის საშუალებით „არა -რკინიგზის ფხაზეთის მონაკვეთის გახსნას“. ყველას, ვინც ეთანხმება ჩვენს მოსაზრებას,  მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ, მოგვაწოდონ თავიანთი კოორდინატები, რათა შევძლოთ მათთან დაკავშირება. აქციის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში მოვაწყოთ მჯდომარე აქცია ენგურის რკინიგზის ხიდზე და გადავკეთოთ ის, რათა არ მივცეთ მატარებელს რკინიგზაზე მოძრაობის საშუალება", - აღნიშნა დავითაიამ.