"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციის მიერ ოპერაციის დაწყებიდან 10 000-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი დაიღუპა

10 000-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ცხრა თვის წინ, საერთაშორისო კოალიციამ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო.

ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის თქმით, სერიოზულ პროგრესს მიაღწია საერთაშორისო კოალიციამ სირიასა და ერაყში ექსტრემისტებთან ბრძოლაში.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიასა და ერაყის ტერიტორიების დიდი ნაწილის დაკავება შეძლო. მათ წინააღმდეგ ავიაიერიშებს აშშ-ის ხელმძღვანელობით არაერთი დასავლური და არაბული ქვეყანა ახორციელებს.