ჯვრის გამოჩინების დღესასწაული მცხეთაში აღინიშნება

ჯვრის გამოჩინების დღესასწაული მცხეთაში აღინიშნება

მცხეთაში ჯვრის გამოჩინების დღესასწაული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, მცხეთის ჯვრის მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვლდელმთავრებთან და მონასტრის სასულიერო პირებთან ბერებთან ერთად, პარაკლისს გადაიხდის.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ განაცხადა, მცხეთაში ჯვრის გამოჩინებისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების დღე აღინიშნება. მისი თქმით, წმინდა ნინოს დროს, ხარების დღესასწაულზე მცხეთაში მოიჭრა ხე, რომლისაგან სამი ჯვარი გააკეთეს, ერთ-ერთი ჯვარი იმ ადგილზე აღიმართა, სადაც დღეს მცხეთის ჯვრის მონასტერია. სულთმოფენობის პირველ ოთხშაბათს კი, ჯვრის აღმართვასთან ერთად ზეცაში ცეცხლოვანი ჯვარი გამოჩნდა. "დღეს ვზეიმობთ ჯვრის გამოჩენის დღესასასწაულს მცხეთაში. ჯვართამაღლებას წმინდა ნინოს მიერ ამ ადგილზე აღიმართა ჯვარი. სულთმოფენობის ოთხშაბათს ამ ჯვარზე ზეციური ჯვარი გარდამოვიდა, ცეცხლოვანი, ანგელოზებით მოსილი, მთა იძროდა და აკმევდა, საოცარ სურნელებას გამოსცემდა. ეს არის საქართველოს ეკლესიის დაბადების დღე, ამას მოჰყვა სულიერი კურნებები. მეფე მირიანის ძე რევის შვილი დასნეულდა. რევიმ თავისი შვილი სვეტიცხოვლიდან ფეხით ამოაბრძანა ჯვართან დააბრძანა და ლოცვის შემდეგ იგი განიკურნა", - განაცხადა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.

მისივე განმარტებით, ქართლის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სასწაულია დაცული, რომელიც ამ ჯვარზე ჯვრის აღმართვას უკავშირდება.