"ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ დეკლარაციაში რა ჩაიწერება"

ესტონეთის პრეზიდენტი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკური საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებსა და სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე ტოომას ჰენდრიკ ჰილვესმა ევროკავშირთან ასოცირებასა და ვიზების ლიბერალიზაციაზე ისაუბრა.

"როდესაც 1995 წელს ესტონეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა, მაშინ არავინ ლაპარაკობდა პრესპექტივაზე. პოლონეთმა ხელი 1990 წელს მოაწერა, მაგრამ არც პოლონეთთან დაკავშირებით ითქვა, რა იქნებოდა მათი მომავალი პერსპექტივა. 2004 წელს პოლონეთიც და ესტონეთიც ევროკავშირის წევრები გახდნენ, ამიტომ ვფიქრობ ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ დეკლარაციაში რა ჩაიწერება. შეიძლება უკმაყოფილო დარჩით, მაგრამ მუშაობა უნდა განაგრძოთ. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის გაფართოების ინსტრუმენტი, მაგრამ არ გამორიცხავს წევრობას. რაც შეეხება ვიზების ლიბერალიზაციას, ეს ტექნიკური საკითხია და ამაზე უნდა იმუშაოთ. მნიშვნელობა არ აქვს რა ტექსტებით ილაპარაკებენ, მთავარია თქვენ გასაკეთებელი გააკეთოთ", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.