იუსტიციის სამინისტრო ვერ გამოდგება იმ სტრუქტურად, რომელიც შეამოწმებს, რა სქესის არის პიროვნება

იუსტიციის სამინისტრო ვერ გამოდგება იმ სტრუქტურად, რომელიც შეამოწმებს, რა სქესის არის პიროვნება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო ვერ გამოდგება იმ სტრუქტურად, რომელიც შეამოწმებს, არის თუ არა პირი ამა თუ იმ სქესის , - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სქესის შეცვლასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ სახალხო დამცველის წინადადებას გამოეხმაურა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ამ თემაზე მუშაობს და მუშაობას გააგრძელებს. მინისტრის განცხადებით, ეს არ არის მარტივი საკითხი, როდესაც პირი მიდის სამოქალაქო რეესტრის ოპერატორთან, ოპერატორი არ არის ის ადამიანი, ვისაც შეუძლია, დაადგინოს, შეცვლილი აქვს თუ არა ამა თუ იმ ადამიანს სქესი.

"ეს უნდა დაადგინონ შესაბამისმა სამედიცინო დაწესებულებებმა. თუ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დასკვნა, რომ მოცემული პირი არის სხვა სქესის, სინამდვილეში, ვიდრე ეს დოკუმენტში წერია, ასეთ შემთხვევაში არ არის დოკუმენტში სქესის გასწორების პრობლემა. მაგრამ იუსტიციის სამინისტრო ვერ გამოდგება იმ სტრუქტურად, რომელიც შეამოწმებს, არის თუ არა მოცემული პირი ამა თუ იმ სქესის. ამას ამოწმებენ შესაბამისი დაწესებულებები და საჭიროა სქესის შეცვლისთვის სამედიცინო დასკვნა. კანონი წესრიგშია, პრაქტიკა, ალბათ უნდა გავამარტივოთ და ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იუსტიციის სამინიტროს მიმართა, სქესის შეცვლისა და აღიარების პროცედურები კანონმდებლობით დარეგულირდეს.