საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობოების წინადადებებს განვიხილავთ

საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობოების წინადადებებს განვიხილავთ

მმართველი გუნდი საარჩევნო რეფორმის საკითხზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული წინადადების განხილვას იწყებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ოფისთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო.

კვაჭანტირაძის განმარტებით, აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი მთავარია, რაზეც პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრებენ.

"სხდომაზე ძირითადად იქნება მსჯელობა სწორედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწყებთ იმ წინადადების განხილვას, რომელიც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ იქნა შემოთავაზებული. ის, რომ ჩვენ წავალთ რაღაცნაირად მაჟორიტარული ოლქის გამსხვილებაზე, ეს ფაქტია. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვისაც, მმართველი გუნდისთვისაც მისაღებია. სამომავლოდ რა იქნება, ამაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ცვლილებები აუცილებლად იქნება ისე, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესი იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.