ოზურგეთის გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოჯახს, მეუღლისა და მისი შვილიშვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
ჭანიეთის თემში გამგებლის წარმომადგენლის მეუღლე და შვილიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
ოჯახი ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მიემგზავრებოდა.
შეგახსენებთ, რომ, დაბა ჩაქვში მსუბუქი ავტომობილი "ნისან მიკრა" სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანია, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.